მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელებს ბინადრობის ნებართვებზე პრობლემები ექმნებათ, რაც ინვესტციებს აფერხებს - მინისტრის მოადგილე

61b9ff21b7bb9
სალომე მეცხვარიშვილი
15.12.21 23:30
849
უცხოეთის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა პარლამენტში განაცხადა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საჯარო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინა. თემატური მოკვლევის ჯგუფი მსჯელობდა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე.

მსჯელობისას გამოიკვეთა, რომ უცხოეთიდან FDI-ის შემოდინებას ბინადრობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აფერხებს. როგორც პარლამენტის წევრმა ხატია წილოსანმა დისკუსიის დროს განაცხადა, საკითხის გარშემო პარლამენტში შესაძლოა, მოკვლევაც დაიწყოს.

“ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემაა. ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გვაქვს ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა... ხალხი, რომლებიც უკვე ჩამოსული არიან საქართველოში, უკვე 10 წელია აქ საქმიანობენ და ბინადრობის პრობლემა აქვთ, რადგან რაღაც პერიოდის შემდეგ მათ ეს უფლება აღარ გაუგრძელეს. არადა ამ ხალხს წასასვლელიც არსად აქვს, აქ ცხოვრობენ, საქმიანობენ, მიწაც და ტექნიკაც ნაყიდი აქვთ, მთელი ბიზნესი აქ აქვთ...არიან ბურები, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან წამოვიდნენ და უდიდესი გამცოდილება აქვთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. უმეტესობას ამ ადამიანებიდან, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ ეს პრობლემები აქვს: მიწისა და ბინადრობის პრობლემები. თუ ეს პრობლემები მოგვარდება ძალიან კარგი იქნება ინვესტიციების თვალსაზრისით”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

კანონით, დღეს საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც განახორციელა არანაკლებ 300 000 დოლარის ინვესტიცია.