მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელმა ექსპერტებმა კომიტეტის წევრებს და აპარატს, ცენტრალური ბანკების გამჭირვალობის თაობაზე ვროპული გამოცდილება გააცნეს

63f8d2d86b25b
BM.GE
24.02.23 21:00
507
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ევროკავშირის დაძმობილების პროექტის (TWINNING) ფარგლებში სემინარი გაიმართა თემაზე - „ევროკავშირის ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ინფორმაციის გაზიარება“.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, უცხოელმა ექსპერტებმა კომიტეტის წევრებს და აპარატს გააცნეს ევროპული გამოცდილება, ერთის მხრივ ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობის, მეორეს მხრივ კი ცენტრალური ბანკების საქმიანობის გამჭირვალობის და ღიაობის თაობაზე.

სემინარში მონაწილეობდნენ ნიდერლანდების ეროვნული ბანკის უფროსი იურიდიული მრჩეველი ვილემ ბოვენშხენი და ნიდერლანდების პარლამენტის საფინანსო კომიტეტის მრჩეველი ევროკავშირის საკითხებში სანდერ ვან დე ლაარი.