"საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გააწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი შემსუბუქდება, რაც გულისხმობს შემდეგს - საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PcR კვლევის ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო ამ ტესტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეს ადამიანი გადავა კარანტინის ნაცვლად 12-დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მას არ მოუწევს საკარანტინო სასტუმროში განთავსება.
იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ აქვთ იზოლაციის საშუალება, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იზოლირების საშუალებას და მათ შესაბამის კოვიდ სასტუმროებში განთავსებას", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.