27.იანვარი .2021 14:06

უცხოეთის მოქალაქეები და კომპანიები ქართულ ბანკებში 5.1 მლრდ ლარზე მეტს ინახავენ

უცხოეთის მოქალაქეები და კომპანიები ქართულ ბანკებში 5.1 მლრდ ლარზე მეტს ინახავენ
views 745
უკან

უცხოეთის მოქალაქეები და არარეზიდენტი კომპანიები ქართულ ბანკებში 5.1 მილიარდზე მეტს ინახავენ. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მათზე მთლიანად საბანკო სისტემის დეპოზიტების 14.8% მოდის.

კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დეპოზიტები ქართულ ბანკებში 2020 წლის დეკემბრისთვის 4 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 19.7%-ით არის გაზრდილი. არარეზიდენტი კომპანიების დეპოზიტები ქართულ ბანკებში კი 1.06 მილიარდი ლარია. წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა.

უცხოეთის მოქალაქეები და არარეზიდენტი კომპანიები ქართულ ბანკებში ძირითადად სავალუტო დეპოზიტებს ინახავენ. 5.1 მილიარდი ლარიდან უცხოურ ვალუტაზე 4.6 მილიარდი ლარი მოდის. 

უკანასკნელი წლების მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეების და არარეზიდენტი კომპანიების დეპოზიტები ქართულ ბანკებში ასე იცვლებოდა:

2016 წელი (დეკემბერი) - 3 მილიარდი ლარი;
2017 წელი (დეკემბერი) - 3.47 მილიარდი ლარი;
2018 წელი (დეკემბერი) - 4 მილიარდი ლარი;
2019 წელი (დეკემბერი) - 4.45 მილიარდი ლარი;
2020 წელი (დეკემბერი) - 5.12 მილიარდი ლარი.

ჯამურად, ქართულ საბანკო სექტორში 34.6 მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტები არის განთავსებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა