მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოური გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიაზე - USAID

63f724cec653c
მარიამ ვარადაშვილი
23.02.23 12:41
820
USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში ჯონ პენელი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ამას ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.

“ვფიქრობ, ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის ნეგატიური გავლენის მქონე იქნება. ცვლილება წინააღმდეგობაშია დასავლურ დემოკრატიასთან, რადგან სამოქალაქო საზოგადოება და მედია მნიშვნელოვანი აქტორია საქართველოში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს სხვადასხვა ინტერესს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას. ისინი იცავენ შშმ პირებს, იცავენ ბავშვებს მათი უფლებების დარღვევისგან, ქალებს ოჯახში ძალადობისგან. ამასთან, ლობირებენ უკეთეს ჯანდაცვის სისტემას, ეკონომიკურ განვითარებას ფერმერების თუ ბიზნეს ასოციაციებთან მუშაობის გზით. ამგვარად, თუ ამ კანონს მიიღებენ, მას ნამდვილად ნეგატიური გავლენა ექნება ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებზეც ძალიან ბევრი მოქალაქეა დამოკიდებული იმ სერვისების გამო, რასაც ისინი სთავაზობენ”, - აცხადებს პენელი.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნებისგან” გამოყოფილმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტით შემოდის უცხოური გავლენის აგენტის ცნება. კერძოდ, ის უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

ვრცლად ნახეთ აქ