მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავ ქონებაზე ფასები შემცირდება-ბალავარი

5e7ee56b2c7b5
თათია ჩაფიჩაძე
28.03.20 10:00
1782
უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირების გამო ფასები შემცირდება - ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში სამშენებლო კომპანია „ბალავარის“ გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.

გეგა თოფაძის პროგნოზით მნიშვნელოვანი კლება იქნება ინვესტიციების ჩადების კუთხითაც.

„სამშენებლო სექტროში ჩვენი მოლოდინია, რომ მიწოდება რჩება იგივე, მოთხოვნა შემცირდება. COVID-19-თან დაკავშირებული პანიკური შიშის გამო მოსახლეობა დანაზოგს არ დახარჯავს, ასევე სავალუტო კურსი მაღალ ნიშნულზეა და რითეილის ნაწილში როგორც ჩვენი მომხმარებლებისგან ვიცით, ბანკების მხრიდან არის გარკვეული ხისტი პოლიტიკა და სესხებთან დაკავშირებით შეზღუდვა. ეს ცხადია ფასებზე გავლენას იქონიებს და კლება ზონების მიხედვით იქნება განსხვავებული.

უბრალოდ იმდენად ახალია ეს მოვლენა, რომ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია რაზე დაყრდნობითაც ანალიტიკას გავაკეთებთ. ვფიქრობთ, ზოგადი მდგომარეობა ზეგავლენას მოახდენს და არის საშიშროება ახალი პროექტების დაწყებისა და ინვესტიციების ჩადების მიმართულებით. დღეს ახალი პროექტის დაწყების რისკი მაღალია. ჩვენს მაგალითზე რომ გითხრათ, ვმუშაობთ 2 პროექტზე და ახალი ინვესტიციისგან თავს ვიკავებთ“ - განაცხადა თოფაძემ.