მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია“ - მიზეზები

62e27e006775a
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.22 17:50
1400
„უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია“ - ასე აფასებს დღეს საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მდგომარეობას კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი.

გადაცემა „საქმის კურსში“ ბესიკ ორთოიძე მოთხოვნის ზრდის მიზეზებს ასახელებს. ის თვლის, რომ უძრავი ქონების მზარდი ღირებულება მის შეძენას ასტიმულირებს.

მოთხოვნის სტიმულირებას, ერთი მხრივ, ხელს გაზრდილი ფასები უწყობს, რადგან მომხმარებელთა დიდი ნაწილი უძრავ ქონებას საინვესტიციო კუთხით უყურებს და გაზრდილი ფასი მათთვის შენაძენის გაკეთებისას მომხიბვლელია. ასევე, ვისაც უძრავი ქონების შეძენის საჭიროება აქვს, ცდილობს, რომ იყიდოს და არ დაელოდოს უძრავი ქონების კიდევ უფრო გაძვირებას;

ამასთან, კოვიდმა დაგვანახა, რომ ყველა სხვა მიმართულება საინვესტიციოდ ფულის დაბანდებისთვის მეტად რისკიანია - ბანკებში დეპოზიტებზე სარგებელს აღარ არიცხავენ და ამ დანაზოგებმა უძრავ ქონებაში გადმოინაცვლა, რადგან ფასი იზრდება და მათ ამ ქონების გაქირავება შეუძლიათ. ამ მხრივ, მიგრანტებმა დიდი გავლენა იქონიეს, რადგან საიჯარო ქირა უფრო მეტად გაზრდილია, ვიდრე უძრავი ქონების ფასი და აქედან სარგებლის მიღება შესაძლებელია. ამ წინაპირობიდან გამომდინარე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა“, - ამბობს ორთოიძე.