მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უძრავი ქონება დაახლოებით 10%-ით გაძვირდა... ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება“ - "არსი"

62e273e688d6b
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.22 21:40
877
სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის განცხადებით, მიმდინარე წელს უძრავ ქონება 10%-ით გაძვირდა და ფასების ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კომპანიის ხელმძღვანელმა გადაცემა „საქმის კურსში“ უძრავი ქონების გაძვირების მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ პანდემიურ პერიოდში კომპანიები შემცირებული მარჟებით მუშაობდნენ, დღეს კი იმ შემცირების დაბალანსებას ცდილობენ. ბესო ორთოიძე იმასაც ამბობს, რომ უძრავ ქონებაზე მაღალ ფასს მასზე მაღალი მოთხოვნაც განაპირობებს.

„საქართველოში გასული წლის ბოლოდან უძრავი ქონების ფასი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2022 წელს ღირებულება ყოველთვიურად იზრდებოდა, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული - ეს იყო გასული წლის ინფლაცია, შემდეგ რუსეთის შეჭრის გამო კიდევ უფრო გაძვირებული სამშენებლო მასალები და ლოგისტიკის ხარჯები.

წელს უძრავი ქონების ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. მეორე კვარტალში ღირებულების ზრდა უფრო მეტი იყო, ვიდრე პირველ კვარტალში, რადგან ომის შემდეგ უძრავი ქონების ფასის ზრდა უფრო სწრაფი ტემპით მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამშენებლო მასალის ფასები დასტაბილურდა, უძრავი ქონების გასაყიდი ფასის კვლავ იზრდება და მგონია, რომ წლის ბოლომდე ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რადგან კომპანიებს მარჟების შემცირება ჯერ კიდევ გასულ წელს და წელსაც მოუწიათ, რამეთუ ხარჯვითი ნაწილი უფრო მეტად იზრდებოდა, ვიდრე კომპანიები უძრავი ქონების ფასს ზრდიდნენ. მე მანამდეც ვივარაუდე, რომ როგორც კი სამშენებლო მასალების ფასები დასტაბილურდება, კომპანიები შეეცდებოდნენ წლის ბოლომდე ამ მარჟების დაბალანსებას.

ამასთან, უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც მზარდია და არ მგონია, რომ წლის ბოლომდე  ფასის ზრდას ხელი შეეშალოს“, - განმარტა ორთოიძემ.