05.აგვისტო .2022 17:20

„უძრავი ქონება გორშიც გაძვირდა“ - ვინ ყიდულობს ბინებს ქალაქში?

„უძრავი ქონება გორშიც გაძვირდა“ - ვინ ყიდულობს ბინებს ქალაქში?
views 1594
უკან

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი გაძვირებას განაგრძობს. თიბისი კაპიტალის უახლესი კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად უძრავი ქონება ზუგდიდშია გაძვირებული - 40%-ით. მას მოსდევს 32%-იანი გაძვირებით ქობულეთი, 20%-ითაა გაძვირებული უძრავი ქონება ქუთაისში, 19%-ით - ფოთში, ხოლო 9%-ით - რუსთავში.

მართალია, გორი ამ სიაში არაა, მაგრამ BM.ge-სთან ინტერვიუში სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ქალაქში საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების აშენებით და გაყიდვით არ დაკავებულნი, ამბობენ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა;



სამშენებლო ბიზნესში აცხადებენ, რომ გაზრდილია უძრავი ქონების ფასიც და თუ წლის დასაწყისში ცენტრალურ ქუჩებზე 1 კვ/მ-ის ღირებულება $500-ს შეადგენდა, ახლა $700-მდეა ფასი.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მყიდველი ძირითადად ემიგრაციიდან დაბრუნებული პირები ან/და ადგილობრივი მცხოვრებლები არიან, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ფართის მხოლოდ დროებით დაქირავებით შემოიფარგლებიან.

„კომპანია MSG-მ გორში ორ საცხოვრებელი კორპუსი ააშენა; მესამე წელიწადნახევარში დასრულდება. დასრულებულ პროექტებში ბინები სრულად გაყიდულია, ხოლო მესამე კორპუსში 20%-ია დარჩენილი. გვქონდა გარკვეული შეფერხებები, თუმცა წელს უკვე შეინიშნება მომავალი მობინადრეების გააქტიურება.

რაც შეეხება გასაყიდ ფასებს, მოგეხსენებათ, გაძვირებულია არმატურა, ბეტონი და ა.შ. შესაბამისად, ბინის ფასმაც მოიმატა. თუ მანამდე თეთრი კარკასი, 1 კვ/მ $500 ღირდა, ახლა $700-ია მისი ფასი. მყიდველთა შორის ემიგრანტები და ადგილობრივები ჭარბობენ, უცხოელი მყიდველი არცერთ ბინაში არ გვყავს“, - ამბობს MSG-ის წარმომადგენელი ანა სურამელი.

კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია, რომელიც ასევე გორის ცენტრში აშენებს მულტიფუნქციურ კორპუსებს, MSZ GROUP-ია. კომპანია ამჟამად მესამე პროექტს, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსს - „გორი პალასს“ ასრულებს, რომლის მშენებლობა პანდემიის პერიოდში დაიწყო.



MSZ GROUP-ში ამბობენ, რომ 2015 წლიდან დღემდე გორში $6 მლნ-ის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული.

„ამჟამად, ფართების ფასი საცხოვრებელ ზონაზე $750 - $850-მდეა, ხოლო კომერციული ფართების საორიენტაციო ღირებულება $1200-$1500-ის ფარგლებში მერყეობს. ჩემი აზრით, ფასების გასულ წლებთან შედარება, არარელევანტურია. მაშინ სხვა სეგმენტი, სხვა ხარისხობრივი მაჩვენებელი იყო. ახლა სხვა ვითარება გვაქვს. ბოლო 3 წელში მესამე პროექტს ვასრულებთ. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 6 მლნ დოლარის ინვესტიციაზე. „გორი პალასის“ პროექტი აგვისტოში დასრულდება, მაგრამ უკვე მხოლოდ 12 ბინა არის გასაყიდად დარჩენილი“, - აღნიშნა MSZ GROUP-ის დირექტორმა ლევან ჭითანავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა