მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტორები წლის მეორე ნახევრიდან გააქტიურდებიან“ - ლიკა ქარდავა

6015b98b16cfa
თათია ჩაფიჩაძე
31.01.21 10:20
822
კომპანია „ფროფერთი ჯორჯიას“ (Property Georgia) მმართველი პარტნიორის ლიკა ქარდავას ინფორმაციით, უძრავი ქონების მიმართულებით, ინვესტორები 2021 წლის მეორე ნახევრიდან გააქტიურდებიან და ხელსაყრელი საინვესტიციო პირობების შეთავაზების შემთხვევაში, საქართველოს ახალი უცხოური ინვესტიცების მოზიდვის შანსი აქვს.

„საქმიან დიალსთან“ საუბრისას ქარდავამ აღნიშნა, რომ ახალი კვლევების მიხედვით, ევროპაში ინვესტორების 70%-ს ინვესტირება უძრავი ქონების მიმართულებით სურს.

„FIABCI Georgia“-სთან თანამშრომლობიდან გამომდინარე, მსოფლიოს მასშტაბით ხდება ინფორმაციის გაცვლა და ამ მონაცემებით, 2021 წლის მეორე ნახევრიდან მოლოდინია, რომ ინვესტორები გააქტიურდებიან. მათ ფოკუსში გეოპოლიტიკური შეთანხმებების გათვალისწინებით ხვდება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი; საქართველოს აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ უფრო აქტიურად წარმოაჩინოს თავის პოტენციალი. ევროპაში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ინვესტიორების 70% ინვესტირებას უძრავ ქონებაში გეგმავს, 30% - ლოჯისტიკურ და data ცენტრებში. გვესმის, რომ დიდი ფონდები კონცენტრირდებიან დიდ ბაზრებზე, თუმცა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მიდიან, დახვდეს ხელსაყრელი საინვესტიციო პირობები - იქნება ეს საგადასახადო თუ სხვა მიმართულებით“, - განაცხადა ლიკა ქარდავამ და დასძინა, რომ თავის მხრივ, „ფროფერთი ჯორჯია“ ქართული კომპანიების დახმარებას აპირებს.

„სახელმწიფოსთან გვაქვს მოლაპარაკება და გვსურს, დიდი საინვესტიციო პროექტები შევკრათ და ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მათ მივაწოდოთ ხმა ამ პროექტების შესახებ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვბანია შიდა ინვესტირების ხელშეწყობა იმისთვის, რომ სექტორმა ახალი პროექტები დაიწყოს“, - აღნიშნა მან.