16.მაისი .2020 18:35

უძრავი ქონების ბაზარზე კლების პროგნოზები გავლენას ჩვენზეც იქონიებს - "ზოდი"

views 354
უკან

სარემონტო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია „ზოდის“ დამფუძნებელი ზაურ გაბაიძე უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვებისა და აქტივობის მოსალოდნელ ვარდნას აფასებს და ამბობს, რომ ეს მათ ბიზნესზეც პირდაპირპროპორციულად აისახება.

ამის შესახებ მან bm.ge-ისთან საუბარში განაცხადა. 

„უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე მოთხოვნისა და აქტივობის კლების ტენდენცია უარყოფითად აისახება, როგორც სამშენებლო სექტორზე, ასევე - ჩვენზე, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ სამშენებლო მასალების რეალიზატორებს. გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩვენი უმოქმედობის პერიოდში ხორციელდებოდა ამოქაჩავს იმ დანაკლისს, რაც ჩვენ რეალიზაციის კლების თვალსაზრისით გვქონდა, თუმცა ეს უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს ვერ დააბალანსებს“, - განმარტა ზაურ გაბაიძემ.

„ზოდი“ ზარალს ითვლის - კომპანიის დამფუძნებელი