მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების კომპანიამ თანამშრომლებს საახალწლოდ 10 მლნ დოლარის პრემია გადასცა

5df14f4cd6820
ნათია თაქთაქიშვილი
12.12.19 00:11
1524
როდესაც მერილენდის უძრავი ქონების კომპანიამ თანამშრომლებს ყოველწლიური სადღესასწაულო წვეულებაზე წითელი კონვერტები გადასცა, არავინ იცოდა რა იყო შიგნით მოთავსებული.

კომპანია St. John Properties-მა თავის 198 თანამშრომელს სიურპრიზის სახით პრემიები გადასცა. ბონუსის საშუალო მოცულობამ თითო თანამშრომელზე 50 000 აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიამ აღნიშნული პრემიებისთვის ჯამში 10 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

ყველაზე მცირე ბონუსი 100 აშშ დოლარი იყო, რომელიც ყველაზე ახალბედა თანამშრომელს შეხვდა, ხოლო ყველაზე მაღალი 270,000 აშშ დოლარი იყო.

კომპანიის მრავალრიცხოვანი თანმშრომლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ და უმეტესობა აღიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევა მათ კარიერის მანძილზე არ ჰქონიათ. ბევრი მათგანი აცხადებს, რომ აღებული პრემიით დაფარავენ კრედიტებს და იპოთეკურ სესხებს.