მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების კვირეულის ფარგლებში, სანდო მედია პარტნიორობისთვის BMG დაჯილდოვდა

644d6cc5cab5e
ალა ისპირიანი
29.04.23 23:00
917
უძრავი ქონების კვირეულის ფარგლებში ერთადერთი მედია, როგორც მხარდამჭერი, სანდო მედია მაუწყებლობა უძრავი ქონების სექტორში შეტანილი წვლილისთვის, BMG დაჯილდოვდა.

შეგახსენებთ, რომ „ექსპო ჯორჯიაში“ უძრავი ქონების კვირეული 28 აპრილს გაიხსნა და აღნიშნული კვირეულის ფარგლებში დღეს გალა დაჯილდოება გაიმართა, სადაც უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ წლის გამარჯვებულები გამოავლინა.

გამარჯვებულთა შორის არიან: კომპანიები დეველოპერული სექტორიდან, ასევე საუკეთესო ბროკერები. ჯილდოები იყო უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში და დეველოპერულ სეგმენტშიც. ერთადერთი მედია როგორც მხარდამჭერი, სანდო მედია მაუწყებლობა უძრავი ქონების სექტორში შეტანილი წვლილისთვის, დახმარებისთვის და მედია პარტნიორობისთვის დაჯილდოვდა BMG.

ექსპო ჯორჯიაში“ ერთ სივრცეში შეკრებილი იყვნენ, სექტორის მთავარი მოთამაშეები: ინვესტორები, დეველოპერები, 70- მდე ბროკერი 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

უძრავი ქონების კვირეულს ესწრებოდა ევროპის რეალტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ასევე ამერიკის უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი.

უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული ExpoGeorgia-ში 28-30 აპრილს იმართება და კვირეული ერთ სივრცეში რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებას აერთიანებს, მათ შორის არის: მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build, საქართველოს უძრავი ქონების გამოფენას, უძრავი ქონების ფორუმს და NAR-ის კონფერენციას რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის ორგანიზებით და "ექსპო ჯორჯიას" თანაორგანიზებით იმართება.