მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UEFA კორონავირუსზე იმსჯელებს – უნდა გადაწყდეს, გადაიდება თუ არა ჩემპიონატი

5e6a5d95aaa2a
შოთა ტყეშელაშვილი
12.03.20 20:10
1007
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 შესაძლოა, გადაიდოს. UEFA-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი 55 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად 17 მარტს ვიდეოკონფერენციას გამართავენ, რომელზეც კორონავირუსის პანდემიაზე იმსჯელებენ. 

"ევროპაში კორონავირუსის გავრცელების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცვალებადი შეფასებების ფონზე, UEFA-მ დღეს მიიღო გადაწყვეტილება 55 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლების, ასევე ევროპული საკლუბო ფეხბურთის ასოციაციებისა და ევროპული საფეხბურთო ლიგების წარმომადგენლები მოიწვიოს 17 მარტს დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაზე, რომელზეც იმსჯელებენ, თუ რა იქნება EUFA-ს პასუხი ამ ეპიდემიური გავრცელების მიმართ", – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის ჩემპიონატი 12 ივნისი - 12 ივლისის შუალედშია დაგეგმილი. ჩემპიონატის ფარგლებში თამაშები 12 ქვეყანაში უნდა ჩატარდეს.