მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფასო სასადილოების ტენდერში შეთანხმებული მოქმედებები აღმოაჩინეს - ოთხიდან ორი კომპანია 0 ლარით "დაჯარიმდა"

60dec0ea6e7ff
ინგა მურუსიძე
02.07.21 13:15
739
კონკურენციის სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრის გადანაწილებისა და შეთანხმების შემთხვევები აღმოაჩინა. შესაბამისი დარღვევისთვის ბაზრის 4 მონაწილე დაჯარიმდა. ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

საუბარია კომპანია „ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის” საჩივარზე, რომლის მოკვლევაც 9 მარტს დასრულდა და რომელიც ეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი პირების უფასო სასადილოებით მომსახურების ბაზარზე არსებულ შესაძლო მონოპოლიას.

„დადგინდა, რომ უფასო სასადილოებით მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში 4 კომპანია შეთანხმებული იყო და ბაზარი ჰქონდა გადანაწილებული.

დარღვევების გამო დაჯარიმებული არიან კომპანია “ალადაშვილი და co”(19 279 ლარი) და შპს „ელფი”(19 960 ლარი)“, - ნათქვამია სააგენტოს დასკვნაში.

მათი ინფორმაციით, შპს „Aladashvili&co-ს“ დაეკისრა ჯარიმა 19 279 ლარის ოდენობით; შპს „ელფს“ კი  - 19 960 ლარის ოდენობით. რაც შეეხება დარჩენილ 2 კომპანიას, მათთვის გამოწერილი ჯარიმა არის 0. საქმე ისაა, რომ ჯარიმის მოცულობა ითვლება წინა წლის ბრუნვების შესაბამისად, ორ კომპანიას "ნილსა" და "თარი 08"-ს კი 2020 წელს ბრუნვები არ უფიქსირდებათ, შესაბამისად, მათი ჯარიმაც 0 ლარია.