მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფრო ცხელი, უფრო წვნიანი, უფრო გემრიელი - „მაკდონალდსის“ განახლებული კლასიკა (R)

60b717a30597a
BM.GE
02.06.21 10:40
810
დღეიდან საქართველოს ყველა „მაკდონალდსში“ უფრო ცხელი, უფრო წვნიანი და უფრო გემრიელი ბურგერები დაგხვდებათ - რესტორნების ქსელმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბურგერების მომზადების პროცესში ცვლილებები შეიტანა.

„ვამაყობთ ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების ხარისხით, თუმცა მუდმივად ვფიქრობთ, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი სტუმრების გამოცდილება... ვუსმენთ ჩვენს სტუმრებს და მივყვებით მათ სურვილებს.“

შედეგად, მომხმარებლამდე საუკეთესო გამოცდილების მიტანის სურვილით, „მაკდონალდსმა“ ბევრი პატარა დეტალი შეცვალა, რამაც შესამჩნევი განსხვავება - გაუმჯობესებული გემო მოგვცა. ყველასათვის საყვარელი ბურგერები ახლა უფრო გემრიელია, ვიდრე ოდესმე; ეს არის განახლებული კლასიკა, ამ მიმართულებით განხორციელებული პირველი ცვლილება კომპანიის არსებობის 80 წლის განმავლობაში.

რა შეიცვალა?

ცვლილებები შეეხო როგორც ბურგერის ინგრედიენტებს, ასევე მისი მომზადების მეთოდს, რისთვისაც კომპანიამ რესტორნის თანამშრომლები სრულად დაატრენინგა.

„მაკდონალდსის“ ბურგერები, როგორც ყოველთვის, ახლაც 100%-ით საქონლის ხორცისგან მზადდება, კონსერვანტების, ხელოვნური შემავსებლებისა და ფერების გარეშე. მთავარი ცვლილება ხორცის მომზადების წესშია: ხორცი იწვება ახალი, გაუმჯობესებული ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც მას უფრო დიდხანს უნარჩუნდება ტემპერატურა, შესაბამისად, უფრო ცხელი მიდის მომხმარებლამდე. შეიცვალა ისიც, რომ ხახვი და სანელებლები ხორცს შეწვის დროს, პირდაპირ გრილზე ეყრება, რაც მის მდიდარ გემოს კიდევ უფრო ამძაფრებს, ხორცი ხდება უფრო წვნიანი და უფრო არომატული.

ყველი ახლა უფრო მეტად ადნება ხორცს - ზუსტად შეირჩა ტემპერატურა მისი იდეალურად დნობისთვის.

განახლდა ბურგერის ფუნთუშებიც, რომლებიც ისევე მადისაღმძვრელად გამოიყურება, როგორი გემრიელიცაა: უფრო რბილია, ოქროსფერი, ახლად დაბრაწული და მეტად არომატული.

ყველაზე სასიამოვნო ცვლილება ბიგ მაკის მოყვარულებისათვის კი, ალბათ, უფრო მეტი ბიგ მაკის სოუსი იქნება. „მაკდონალდსმა“ გაითვალისწინა მისი მომხმარებლის სურვილი და ლეგენდარულ ბურგერში ლეგენდარული სოუსის რაოდენობა გაზარდა, რაც გემოს უფრო ინტენსიურს, თითოეულ ლუკმას კი უფრო სასიამოვნოს ხდის.

ბურგერი იქმნება სპეციალურად თქვენთვის - მის მომზადებას მაკდონალდსში ზუსტად იმ მომენტიდან იწყებენ, როდესაც თქვენ შეკვეთას გააფორმებთ.

ტექნოლოგიების დახვეწით, სიახლეების დანერგვით, მომხმარებლების მოსმენითა და მათზე მუდმივი ზრუნვით, მაკდონალდსი კვლავ მიყვება თავის მისიას - ქმნის სასიამოვნო, გემრიელ მომენტებს. უფრო გემრიელს, ვიდრე ოდესმე.