23.ივნისი .2022 18:11

უფუნქციოდ დარჩენილი "ქუთაისის პარლამენტის“ შენახვის ხარჯი უკვე ₾2.5 მილიონს აჭარბებს

უფუნქციოდ დარჩენილი "ქუთაისის პარლამენტის“ შენახვის ხარჯი უკვე ₾2.5 მილიონს აჭარბებს
views 615
უკან

3.5 წელია, ხელისუფლებამ „ქუთაისის პარლამენტის“ შენობისთვის ფუნქცია ვერ მოიფიქრა და არც მისი პრივატიზაცია უცდიათ.

როგორც BMG-მ გაარკვია, ქონება ამჟამად სახელმწიფო შპს „აქტივების მართვის და განვითარების კომპანიის“ ბალანსზეა. კომპანიამ წერილობით მოგვწერა, რომ 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, განხორციელდა ქონების გადაფასება და უძრავი ქონების ნაწილში „ქუთაისის პარლამენტის შენობის“ ღირებულება შეადგენს - 53,500,000 ლარს, ხოლო მასში განთავსებული მოძრავი ქონების ნაწილში - თითქმის 7 მლნ ლარს.

ჩვენ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან, ასევე გავარკვიეთ, რომ 3 წლის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ქონების მოვლა-პატრონის ხარჯი მინიმუმ 2.5 მლნ ლარია. ამ თანხაში შედის გაზის, ელექტროენერგიის და ა.შ. სხვა ხარჯები.

შპს აქტივების მართვის და განვითარების კომპანიას BM.ge-მ ჰკითხა - განიხილავენ თუ არა აქტივის პრივატიზაციას. გვიპასუხეს, რომ - არა.

სახელმწიფო კომპანიას კიდვ ერთი კითხვა მივწერეთ:

Bm.ge: ბოლო სამი წლის განმავლობაში რა გააკეთა „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“ ქუთაისში პარლამენტის შენობის აქტივის ეფექტიანად გამოყენების მიზნით? თუ არაფერი გააკეთა, რატომ?

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია": კომპანიის წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პრიორიტეტულად მიჩნეული და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ობიექტების მოვლა-პატრონობა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა