მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიზიტორთა ნაკადი გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოვიდნენ საქართველოში აპრილში

60941cc8cd30e
შოთა ტყეშელაშვილი
06.05.21 23:17
2810
2021 წლის აპრილში საქართველოში 82,519 საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყების შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა მთლიანი ნაკადი 140%-ით არის გაზრდილი. ეს მატება ძირითადად საავიაციო მიმოსვლის გააქტიურების შედეგია, რადგან ვიზიტორთა ნაკადის 40% სწორედ ავიამიმოსვლაზე მოდიოდა.

ცალკეულ ქვეყნებს შორის ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც 21 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. 10 ათასი ვიზიტორით მეორე ადგილზეა ისრაელი.

საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა აპრილის განმავლობაში (ტოპ 15 ქვეყანა)

1. თურქეთი - 21,106 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 48%
2. ისრაელი - 10,098 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 13925%
3. რუსეთი - 8,518 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 125%
4. სომხეთი - 8,331 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 4%
5. საქართველო (არარეზიდენტი) - 8,253 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 441%
6. უკრაინა - 5,922 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 404%
7. აზერბაიჯანი - 5,287 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 107%
8. უზბეკეთი - 2,711 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 293%
9. ყაზახეთი - 1,639 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 285%
10. ბელარუსი - 1,463 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 77%
11. ირანი - 1,024 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 611%
12. გერმანია - 657 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1585%
13. აშშ - 650 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 4233%
14. ინდოეთი - 553 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 55200%
15. გაერთიანებული სამეფო - 490 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 989%

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 48,455 ვიზიტი სახმელეთო, 33,188 ვიზიტი კი საჰაერო გზით განხორციელდა. საჰაერო გზით შემოსულთა რაოდენობა პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდულია.