მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსი ჩინოვნიკები Lada-ს ავტომობილებზე უნდა გადავსვათ" - რუსეთის ფინანსთა მინისტრის ინიციატივა

62ab001d189ed
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.22 15:00
1122
რუსეთის ფინანსთა მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ ხელისუფლებამ რუსული ავტომწარმოებლის Lada-ს სტიმულირება მოახდინოს - ამის შესახებ ანტონ სილუანოვმა პეტერბურგის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოს მუშაობას ხელს შეუწყობს, თუმცა, მის პირადპირ სუბსიდირებას არ განახორციელებს. 

სესიის მოდერატორი, რუსეთის პარლამენტის საბიუჯეტო და საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელი ანდრეი მაკაროვი დაინტერესდა, კონკრეტულად რა ფორმით მოხდებოდა საწარმოს სტიმულირება, რაზეც ფინანსთა მინისტრმა უპასუხა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, "თუ სახელმწიფო მოხელეებსს Lada-ზე გადავსვამთ“. ფინანსთა მინისტრის თქმით, უცხოეთში წარმოებული სახელმწიფო ავტომობილები სწორედ Lada-ს პროდუქციით უნდა ჩანაცვლდეს. 

„სახელმწიფო Lada-ს წარმოებისთვის საჭირო უსაფრთხოების ბალიშებს კი არ შეიძენს, არამედ წარმოების მუშაობას ისე უზრუნველყოფს, რომ ბიზნესი იყოს მდგრადი და ჰქონდეს პერსპექტივა“, - განაცხადა სილუანოვმა.

მაკაროვმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ იდეის განცხორციელებას 90-იან წლებში უკვე შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ.