საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2016 წლიდან 2022 წლის რვა თვის ჩათვლით, ჯამში, 2,237 უძრავი ქონებიდან გამოასახლა/გამოიყვანა უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირი. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ აღსრულების ეროვნული ბიუროდან ოფიციალურად გამოითხოვა.
საქმე ის არის, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმდა. ამ ცვლილებით უკანონოდ მითვისებული ქონების კანონიერ მესაკუთრესთან გადასვლის წესები მნიშვნელოვნად გართულდა, რადგან თუ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან კი, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი.
აღსანიშნია, რომ სასამართლო არ აწარმოებს დეტალურ სტატისტიკას, რამდენი ხანი გრძელდება ერთი დავა, თუმცა იურისტების ინფორმაციით, გადატვირთული სასამართლო სისტემის გამო, ერთი საქმის დასრულებას ხშირად 2-3 წელი სჭირდება. ამ ფონზე კი, საყურადღებოა აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების ის ნაწილი, რომლის თანახმად, აღსრულება სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩამორჩება.
მაგალითად, 2018 წელს 700 საქმე ანუ გამოსახლების თაობაზე 700 გადაწყვეტილება შევიდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და 312 დასრულდა ანუ მხოლოდ 312 უძრავი ქონებიდან გამოიყვანეს/გამოასახლეს უკანონოდ შეჭრილი პირი.
BMG-ის ასევე აინტერესებდა, 2010-2022 წლებში უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის (გამოსახლების) კატეგორიის საქმეებში რამდენ შემთხვევაში წარმოადგენდა კრედიტორ მხარეს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან ფინანსური ინსტიტუტი, მაგრამ აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოგვწერეს, რომ ამ ფორმით მონაცემებს არ ამუშავებენ.
ე.წ. "საპოლიციო გამოსახლებების" 7-წლიანი სტატისტიკა - 2010-2017
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი