მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკონტაქტო გადახდების წილით, საქართველო მსოფლიოს ხუთეულშია“ – Mastercard

63b55c20e40fa
გიორგი არონია
04.01.23 15:52
3023
საქართველო, მისი ბაზრის მცირე ზომის მიუხედავად, ტექნოლოგიურად მეტად განვითარებული ქვეყანაა - ცხადია, ეს ტენდენცია უკონტაქტო გადახდების მოცულობაზეც აისახება. გადახდების გლობალური ლიდერი კომპანია Mastercard-ის რეგიონული დირექტორის, დავით ზღუდაძის შეფასებით, წლებია, რაც მთლიან გადახდებში უკონტაქტო გადახდების წილით, საქართველო, მსოფლიოს პირველ ხუთეულში შედის.

„საქართველო, რიგ შემთხვევებში, მოწინავე ქვეყანაა. წლებია, რაც უკონტაქტო გადახდების წილით, მსოფლიოს მასშტაბით ხუთეულში შევდივართ. ბოლო დროს კი, განსაკუთრებით ვაკვირდებით სმარტფონით გადახდებთან დაკავშირებულ სტატისტიკას და ამ მიმართულებითაც ვლიდერობთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ახალ ტექნოლოგიებს მარტივად ითვისებს, ხოლო საბანკო სექტორი დიდ ინტერესს იჩენს, რომ საქართველოში ამგვარი ტექნოლოგიების დანერგვა გაგრძელდეს“, - აღნიშნავს დავით ზღუდაძე BMG TV-სთან საუბრისას.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 7 მილიონი სადებეტო და 568 ათასი საკრედიტო ბარათია, რაც ნიშნავს, რომ ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.7 სადებეტო ბარათი მოდის. სადებეტო ბარათების მიმართულებით, Mastercard/Maestro-ს ბარათები ბაზრის 55%-იან წილს, ხოლო საკრედიტო ბარათების მიმართულებით, ბაზრის 26%-იან წილს ფლობს - ჯამში, საქართველოში Mastercard/Maestro-ს 3.89 მილიონი ბარათი არის რეგისტრირებული.