მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა ამერიკისგან დამატებით $375 მლნ-ის სამხედრო დახმარებას მიიღებს

6469ca616d8ea
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.23 11:25
669
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იაპოანია მიმდინარე G7-ის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსხურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოს შემდეგ თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის 38-ე გადაცემა იქნება. ჯამში უკრაინა 375 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო საშუალებებს მიიღებს, რომელსაც ბრძოლის ველზე გამოიყენებს.

აშშ-ს მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების ჩამონათვალში კი შედის:

• HIMARS-ის სისტემები;
• 155 მმ და 105 მმ-ის საარტილერიო ტყვიები;
• ოპტიკური თვალთვალის მართვადი რაკეტები;
• ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები „ჯაველინები“ და AT-4;
• ლაზერული მართვადი სარაკეტო სისტემის საბრძოლო მასალები;
• ასაფეთქებელი საბრძოლო მასალები;
• ჯავშნიანი ხიდების სისტემები;
• სამედიცინო ჯავშანავტომობილები;
• სატვირთო ავტომობილები და მისაბმელები მძიმე აღჭურვილობის ტრანსპორტირებისთვის;
• მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის აღჭურვილობა;
• თერმული გამოსახულების სისტემები;
• სათადარიგო ნაწილები და სხვა საველე აღჭურვილობა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის საჭიროებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობას გააგრძელებს.