მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა ბიტკოინის ლეგალიზებაზე მუშაობს

6139f9f9c1291
ნათია თაქთაქიშვილი
10.09.21 00:30
937
უკრაინა მეხუთე ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი კრიპტოვალუტა ბიტკოინის ლეგალიზებაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კრიპტოვალუტის ლეგალიზაციისთვის უკრაინის პარლამენტს კანონმდებლობის გადახედვა მოუწევს, რომელიც ახალი კანონების შემოღებასაც ითვალისწინებს.

ახალი კანონპროექტი უკრაინის პარლამენტში განსახილველად უკვე შეტანილია, რომლის მიზანიც კრიპტოვალუტის მიმოქცევაში დამკვიდრების დარეგულირებაა, ასევე ის მიზნად ისახავს კრიპტოვალუტით უკანონო ქმედებების აღკვეთას.

გამოცემა წერს, რომ უკრაინა ელ-სალვადორის მსგავსად არ განიხილავს ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად გამოცხადებას, ის მხოლოდ ანგარიშსწორების ერთ-ერთი საშუალება იქნება, ხოლო ქვეყნის ეროვნულ ვალუტად გრივნა დარჩება.

CNBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში ინვესტორებისათვის კრიპტოვალუტის ბაზარი 2022 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი.