მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა დიდ შვიდეულს და საერთაშორისო დონორებს $50 მილიარდიან ფინანსურ პაკეტზე ესაუბრება

625d6c1f4cbb9
BM.GE
18.04.22 17:46
909
BBC-ის თანახმად, უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ ფინანსურ პაკეტზე საუბრობს. ამ საკითხზე ვოლოდომირ ზელენსკისა და IMF-ის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

BBC-ის თანახმად, მომდევნო კვირაში უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიჰალი მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

“პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ამბობს, რომ უკრაინა სთხოვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და G7 (დიდ შვიდეულს) 50 მილიარდ დოლარს, ომის მიერ გამოწვეული ეკონომიკური დეფიციტის დასაფარად,”- წერს BBC.