25.ივნისი .2022 14:49

უკრაინა გერმანიისგან €1 მლრდ-ის გრანტს მიიღებს - რაზე მიიმართება ფინანსური რესურსი

უკრაინა გერმანიისგან €1 მლრდ-ის გრანტს მიიღებს - რაზე მიიმართება ფინანსური რესურსი
views 1385
უკან

უკრაინასა და გერმანიას შორის 1 მლრდ ევროს მოცულობის საგრანტო დაფინანსების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„24 ივნისს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა უკრაინას და გერმანიას შორის 1 მლრდ ევროს საგრანტო დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული რესურსი უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში, საომარ პირობებში, უპირველესი სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებების ხარჯებისთვის მიიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფინანსური რესურსი უკრაინაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადმინისტრაციული ანგარიშის მექანიზმით მიიმართება.

უკრაინის ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს გრანტი უკრაინის მხარდაჭერაში დიდი წვლილის შემტანი იქნება.

Ukrinform-ის ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გრანტებისა და კრედიტების სახით ქვეყანამ 6 მლრდ დოლარზე მეტი საერთაშორისო დახმარება მიიღო. კონკრეტულად გერმანიის მთავრობისგან უკრაინამ გრძელვადიანი საშეღავათო კრედიტი 300 მლნ ევროს მოცულობით მიიღო.