მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა Pfizer-ის 10 მილიონ დოზას მიიღებს

606d59b838659
თათია კაკიაშვილი
07.04.21 12:35
1206
“უკრაინამ Pfizer-თან ვაქცინის 10 მილიონი დოზის მიღებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან კონტრაქტს მოაწერა ხელი“, - ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი წერს. ზელენსკი Pfizer-ის დირექტორს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

"ალბერტ ბურლას მადლიერი ვარ, რადგან ჩვენ შორის გამართული საუბრის შემდეგ, მან შეასრულა დაპირება და პანდემიის ამ რთულ პერიოდში უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა“, - წერს ვლადიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის: უკრაინა რუსული ვაქცინის გამოყენებას არ აპირებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1,784 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 35 000-ზე მეტი ადამიანი.