29.აგვისტო .2019 18:09

უკრაინა VS. გაზპრომი- $6.6 მლრდ-იან დავაზე განხილვები 2021 წელს დაიწყება

views 691
უკან

ანტიმონოპოლიურ სარჩელზე დაფუძნებული $6.6 მლრ-იანი საარბიტრაჟო დავის განხილვეა გაზპრომი უკრაინის წინააღმდეგ 2021 წლის ივნისში ჩაინიშნა.
"მოსმენა საქმესთან დაკავშირებით 2021 წლის ივნისში შედგება"- წერს გაზპრომი ოფიციალურ ვებ გვერდზე.

საარბიტრაჟო დავა უკრაინის წინააღმდეგ გაზპრომმა 2018 წელს დაიწყო. დავის საფუძველი მათი ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან კომპანიის მისამართით დაუსაბუთებლად $6 მლრდ-ზე მეტის ჯარიმის დაკისრება გახდა.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, 2018 წელს, სტოკჰოლმის არბიტრაჟმა „გაზპრომს“, კომპანია „ნაფტოგაზისთვის“, ტრანზიტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გაზის არ მიწოდების გამო, 4,63 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. მანამდე კი, არბიტრაჟმა კიევს „გაზპრომისთვის“, უკვე მიწოდებული გაზისა და პლუს პროცენტებისთვის 2 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. კომპანია „გაზპრომს“, უკრაინული „ნაფტოგაზის“ წინაშე 2,6 მილიარდი აშშ დოლარი მართებს, თუმცა გადახდაზე უარი თქვა და არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა