მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ ალექსანდრე ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი და სხვა პირები დაასანქცირა

63513d8133fcd
BM.GE
20.10.22 16:20
1502
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, რომლის თანახმადაც, უკრაინა ეკონომიკურ სანქციებს უწესებს 256 პირს, რომლებიც რუსეთთან ეკონომიკურ კავშირში იმყოფებიან. მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვაც.

დოკუმენტში მოხსენიებულია ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, ასევე მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე.

უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ სიაშია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ასევე მისი შვილი ტიტე მამაცაშვილი. 

ივანიშვილის გარემოცვის გარდა, უკრაინული სანქციები ასევე შეეხება ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, ასევე ალექსანდრე ჯაფარიძეს და გიორგი ჯაფარიძეს.

სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას, ლიცენზიების გაუქმებასა და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.