მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ ჩინურ კოვიდ-ვაქცინას ავტორიზაცია მისცა

60478ad332787
ნათია თაქთაქიშვილი
09.03.21 19:36
819
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ ჩინურ  კოვიდ-ვაქცინას - Sinovac-ს ავტორიზაცია მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Sinovac-ის ერთ-ერთ პარტნიორს, უკრაინულ ფარმაცევტულ კომპანია Lekhim-ს შეთანხმება აქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც, უკრაინა ვაქცინის ხუთ მილიონ დოზას მიიღებს.

მეორე მხრივ, უკრაინამ, რომელიც ვაქცინაციის ტემპით ევროპის დანარჩენ ქვეყნებს ჩამორჩება, რუსული Sputnik V-ის შეძენაზე უარი განაცხადა.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თებერვლის ბოლოს დაიწყო. ამ ეტაპზე უკრაინაში ვაქცინის პირველი დოზა 19,118 ადამიანს გაუკეთდა.

ცნობისთვის, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1.4 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27,204 ადამიანი.