11.მარტი .2020 16:47

უკრაინამ კორონავირუსის გამო 3 აპრილამდე კარანტინი გამოაცხადა - დეპუტატი

views 680
უკან

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, უკრაინაში 12 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით კარანტინი გამოცხადდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი ვიქტორია სიუმარი წერს.

„უკრაინაში 3-კვირიანი კარანტინი გამოცხადდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიხურება სასწავლო დაწესებულებები, აიკრძალება მასობრივი შეკრებები 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, შეწყდება ფრენები ზოგიერთი ქვეყნის მიმართულებით“, აცხადებს სიუმარი.

11 მარტის მონაცემებით, უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსის ერთი შემთხვევაა დადასტურებული.