06.მარტი .2022 14:39

უკრაინამ რუს ოლიგარქს შესაძლოა კვარციტის კარიერი ჩამოართვას

უკრაინამ რუს ოლიგარქს შესაძლოა კვარციტის კარიერი ჩამოართვას
views 980
უკან

უკრაინამ შესაძლოა გლუხოვსკის კვარციტის კარიერის ნაციონალიზაცია მოახდინოს, ამის შესახებ ქალაქ სუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი Telegram-ში წერს.

„შესაძლოა გლუხოვსკის კვარციტის კარიერის ნაციონალიზაცია მოხდეს. 3 მარტს დეპუტატებმა მიიღეს კანონი, რომელიც რუსეთის ფედერაციის რეზიდენტების მფლობელობაში არსებული ქონების იძულებით ჩამორთმევას, „უკრაინის სახელმწიფოს სასარგებლოდ“ გულისხმობს“, - დაწერა ჟივიცკიმ.

მან თქვა, რომ გლუხოვსკის კარიერზე უნიკალური, მაღალი ხარისხის კვარციტი მოიპოვება, რომელიც შემდეგ სილიკონის სახით, რუსეთის თავდაცვის კომპლექსის საწარმოში იარაღის წარმოებისთვის იგზავნება.

გლუხოვსკის კვარციტის კარიერის მფლობელი 2011 წლიდან კვიპროსული United Company Rusal Silicon Limited-ია, რომელიც გაერთიანებული კომპანია „RusAl-ის შვილობის კომპანიას წარმოადგენს. მის აქციების საკონტროლო პაკეტს კი რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა მართავს.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა რუსული Forbes-ის მიხედვით, გასული წლის აპრილში, რუსი მილიარდერების რეიტინგში 3.8 მლრდ დოლარით 37-ე ადგილს იკავებდა. ის აქტივებს ფლობს ჰოლდინგ En+, GAS Group-ში, ინგოსტრახში, აეროდინამიკაში, აგროჰოლდინგ „კუბანში“. მიმდინარე წლის 3 მარტს დერიპასკა კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე წარსდგა და განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის „რკინის ფარდა უკვე დაშვებულია“ და სანქციების ამოქმედებით დაწყებული კრიზისი უმწვავესი იქნება.