მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

5e7b5d1812b8f
ნათია თაქთაქიშვილი
25.03.20 17:15
839
უკრაინის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი 24 აპრილამდე გაახანგრძლივა და საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. საგანგებო სიტუაციის რეჟიმი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობში იმოქმედებს და 24 აპრილამდე გაგრძელდება, საჭიროების შემთხვევაში კი საგანგებო ზომები გახანგრძლივდება.

“უკრაინის მოსახლეობას აინტერესებს გააგრძელებენ თუ არა საწარმოები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მუშაობას. მთავრობის პასუხია დიახ. არავის მიუღია გადაწყვეტილება მათ დახურვასთან დაკავშირებით“- განაცხადა ლვოვის მერმა ანდრეი სადოვმა.

25 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 113 შემთხვევაა დაფიქსირებული ( აქედან 16 ბოლო 24 საათში), გარდაიცვალა 4 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +1), ხოლო გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.