რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ შემოწირულებებს სახით 125 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მიიღო.
Forbes-ის ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინაში 53 მილიონი დოლარის ღირებულების ეთერიუმი, $32.5 მილიონის ბიტკოინი და 40 მილიონი დოლარის სხვა კრიპტოაქტივები (USDT, BUSD, USDC) გაიგზავნა.
მიღებული თანხის 52% უკრაინის თავდაცვის ძალებს მოხმარდა, 48% კი ჰუმანიტარულ პროგრამებზე დაიხარჯა.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, კრიპტოვალუტამ და ბლოკჩეინ ტექნოლოგიამ თანამედროვე საფინანსო სისტემაში ახალი დანიშნულება შეიძინა, რადგან ის თანხის გადარიცხვის ერთ-ერთი უსწრაფესი საშუალებაა, რომელსაც არ სჭირდება საბანკო სისტემის მხარდაჭერა და ცენტრალური ხელისუფლებისგან ნებართვის მიღება.
"კრიპტოვალუტა განსაკუთრებით გამოსადეგია საერთაშორისო მასშტაბით სახსრების მოზიდვის კუთხით, რადგან მას ვერ აჩერებს ეროვნული საზღვრები და ის მდგრადია ცენზურის მიმართ. გარდა ამისა, არ არსებობს არცერთი ცენტრალური ორგანო, რომელსაც შეუძლია კრიპტოვალუტის ტრანზაქციების დაბლოკვა", - ამბობს ანალიტიკური კომპანია Elliptic-ის ექსპერტი ტომ რობინსონი.
აღსანიშნავია, რომ შემოწირულებების სახით კრიპტოვალუტის მიღება ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ინიციატივით უკრაინის მთავრობამ 26 თებერვალს დაიწყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება