მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ შემოწირულებების სახით $54.7 მილიონის კრიპტოვალუტა მიიღო

6221c8b79d289
გიორგი თოლორდავა
04.03.22 12:08
1352
რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ შემოწირულებებს სახით 54.7 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მიიღო.

CNBC-ის ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინაში 18.2 მილიონი დოლარის ღირებულების ეთერიუმი, $17.2 მილიონის ბიტკოინი და 9.5 მილიონი დოლარის სხვა კრიპტოაქტივები გაიგზავნა.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, კრიპტოვალუტამ და ბლოკჩეინ ტექნოლოგიამ თანამედროვე საფინანსო სისტემაში ახალი დანიშნულება შეიძინა, რადგან ის თანხის გადარიცხვის ერთ-ერთი უსწრაფესი საშუალებაა, რომელსაც არ სჭირდება საბანკო სისტემის მხარდაჭერა და ცენტრალური ხელისუფლებისგან ნებართვის მიღება.

„კრიპტოვალუტა განსაკუთრებით გამოსადეგია საერთაშორისო მასშტაბით სახსრების მოზიდვის კუთხით, რადგან მას ვერ აჩერებს ეროვნული საზღვრები და ის მდგრადია ცენზურის მიმართ. გარდა ამისა, არ არსებობს არცერთი ცენტრალური ორგანო, რომელსაც შეუძლია კრიპტოვალუტის ტრანზაქციების დაბლოკვა", - ამბობს ანალიტიკური კომპანია Elliptic-ის ექსპერტი, ტომ რობინსონი.

აღსანიშნავია, რომ შემოწირულებების სახით კრიპტოვალუტის მიღება უკრაინის მთავრობამ 26 თებერვალს დაიწყო და ამის შესახებ Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ბიტკოინისა და ეთერიუმის ანგარიშების მისამართებია მითითებული.