მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ სსფ-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოსახლეობისთვის გაზის საფასური გაზარდა

5720cc5520a8e
BM.GE
27.04.16 18:26
1290
უკრაინის მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოსახლეობისთვის გაზის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სააგენტო Unian-ი წერს.

ახალი პრემიერის ვლადიმერ გოისმანის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებისათვის გაზის საფასური 1000 კუბ.მეტრზე 6879 გრივნა იქნება. ახალი ტარიფები ძალაში 1 მაისიდან შევა.

ტარიფის გაზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ტრანშის მისაღებად გახდა აუცილებელი.