01.ოქტომბერი .2019 23:40

უკრაინაში 1, 2 და 5 ნომინალის მონეტები მიმოქცევიდან ამოვა

views 206
უკან

უკრაინაში ყველაზე დაბალი ნომინალის მონეტები: 1, 2 და 5 ნომინალის ხურდა მიმოქცევიდან ამოდის. გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა (NBU) გამოაცხადა და ის ძალაში დღეიდან შევიდა.



"2019 წლის 1 -ლი ოქტომბრიდან უკრაინელებს არ შეეძლებათ ფულადი ანგარიშსწორებებისას 1, 2 და 5 ნომინალის ხურდის გამოყენება. ეს მონეტები შეწყვეტს როგორც გადახდის საშუალებას, ასევე გამოვა ფულადი მიმოქცევიდანაც", - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ამრიგად, უკრაინაში მიმოქცევაში დარჩება 10, 25 და 50  ნომინალური ღირებულებების მქონე მონეტები.



ეროვნული ბანკის გათვლებით, მიმოქცევიდან მცირე მონეტების ამოღება წელიწადში 90 მილიონზე მეტ ჰივრინას დაზოგავს. (დაახლოებით 3,6 მილიონი აშშ დოლარი)