მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ბიზნესის "ევაკუაცია" იწყება - რას მოიცავს პროგრამა

6227498430bac
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.22 19:24
714
რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, საომარი მოქმედებების ადგილში მოქმედ უკრაინულ საწარმოებს ბიზნესის "ევაკუაციის" სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ. წერს გამოცემა segodnya.ua.

უკრაინის რადას საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელის დანილო გეტმანცის თქმით, მინისტრთა კაბინეტში არსებული ევაკუაციის პროგრამის გაფართოება და მასში ადგილობრივი ბიზნესის ჩართვა გადაწყვიტეს, რომლის მიხედვით ცხელ წერტილებში მოქმედი საწარმოების მფლობელებს ან მენეჯერებს ბიზნესის გადატანა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში შეუძლიათ.

„თუ ხართ კომპანიის მფლობელი ან მენეჯერი და გსურთ წარმოების და დასაქმებულების, სრულად ან ნაწილობრივ გადატანა გადადით ბმულზე .

საწარმოების ფუნქციონირებისთვის ახალ ადგილზე ამოქმედებისა და ადამიანების დასაქმებისთვის სათანადო პირობები შეიქმნება“, - წერს საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე.

ბიზნესის გადატანის პროგრამით სარგებლობა საკვები პროდუქტების, მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების, ნავთობის და სხვა პირველადი მოხმარების ნივთების მწარმოებელ კომპანიებს შეუძლიათ.