მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ჩინეთიდან კორნავირუსის საფრთხის გამო ჩაყვანილ მგზავრებს თავს დაესხნენ

5e4f958c16b8d
ნათია თაქთაქიშვილი
21.02.20 22:37
1037
უკრაინაში ათობით აქციის მონაწილე ჩინეთიდან კორნავირუსის საფრთხის გამო ჩამოყვანილ ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჩინეთიდან ევაკუირებული მგზავრები ნოვი სანჟარის სამედიცინო დაწესებულებაში განთავსდებიან, სადაც 14-დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან.

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აქციის მონაწილეებს ემპათიისკენ მოუწოდა.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს, ევაკუირებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ცრუ ინფომაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა მგზავრები ვირუსის მატარებლები იყვნენ. 

აღსანიშნავია, რომ 45 უკრაინის და 27 საზღვარგარეთის მოქალაქე უხანიდან კივეში გუშინ ჩაფრინდა. მგზავრებზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როცა ისინი საავადმყოფოში მიჰყავდათ.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აქამდე უკრაინაში კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.