მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები საქართველოში ჩამოასვენეს

623bda2842e2f
BM.GE
24.03.22 06:21
2109
უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები,დავით რატიანი და გია ბერიაშვილი რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენეს.

მოქალაქეებთან ერთად ადგილზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც გმირების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

რიგითი მოქალაქეები უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს დროშებით და სანთლებით აცილებენ.

უკრაინაში ქართველების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში ფრონტის ხაზზე მყოფმა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა 18 მარტის ღამეს გაავრცელეს.