მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ეკონომიკური ვარდნა 7.7% იქნება, რუსეთში 5.4% - IMF

5e960b479c9aa
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.20 23:18
1250
უკრაინაში რეცესია გარდაუვალია, ასეთია 2020 წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი. IMF მთელი რეგიონის მასშტაბით, ეკონომიკის ყველაზე მკვეთრ - 7.7%-იან ვარდნას სწორედ უკრაინაში ელის.

2019 წელი უკრაინამ 3.2%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულა, რაც წინა წლებთან შედარებით უფრო მაღალ ზრდას წარმოადგენდა. 2014-2015 წლებში ქვეყანაში ომისა და სავალუტო კრიზისის გამო რეცესია ჯერ 6.5%, შემდგომ კი 9.7% იყო. 2016 წლიდან უკრაინის ეკონომიკა ზრდას დაუბრუნდა და 2019 წლამდე საშუალოდ 2.8% შეადგინა. 2020 წლიდან კი ეკონომიკის კვლავ მკვეთრი შემცირება არის ნავარაუდევი. აღნიშნულის გამო, უმუშევრობის მაჩვენებლის 1.5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაზრდა არის ნავარაუდევი. 2021 წლიდან კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყანაში 3.56%-იან ზრას ელის.

რეცესია არის მოსალოდნელი რუსეთშიც, ზრდის პროგნოზი -5.466 პროცენტს შეადგენს. ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის გამო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, რუსეთის მიმდინარე ანგარიშის ბალანსის მაჩვენებელი გაუარესდება და ის 2019 წელს არსებული +3.8 პროცენტიდან, +0.7 პროცენტამდე შემცირდება.

რეგიონის ქვეყნების (საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების) ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასეთია:
  • სომხეთი - ეკონომიკური ვარდნა -1.479 პროცენტი; 
  • საქართველო - ეკონომიკური ვარდნა -3.99 პროცენტი; 
  • რუსეთის ფედერაცია - ეკონომიკური ვარდნა -5.466 პროცენტი; 
  • აზერბაიჯანი - ეკონომიკური ვარდნა -2.184 პროცენტი; 
  • ყაზახეთი - ეკონომიკური ვარდნა -2.530 პროცენტი; 
  • უკრაინა - ეკონომიკური ვარდნა -7.731 პროცენტი; 
  • თურქეთი - ეკონომიკური ვარდნა -4.998 პროცენტი. 

IMF-ის შეფასებით, გლობალურად ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი -3 პროცენტია.