03.მარტი .2020 14:37

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

views 285
უკან

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ გამოცემა Reuter-ი იტყობინება. 

გამოცემის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჩერნოვიცკის ოლქში დაფიქსირდა. ინფიცირებული მამაკაცი შაბათს იქნა ჰოსპიტალიზირებული. სავარაუდოდ, ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უკრაინაში იტალიიდან.

მონაცემებზე დაყრდნობით მედია გამოცემა აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების ტემპმა, ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო იმატა ჩინეთს ფარგლებს გარეთ.

ბოლო მონაცმებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 91,333 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3, 120-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48, 264 პაციენტი.