მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში კრიპტოვალუტის ლეგალიზებაზე მუშაობენ - კანონ-პროექტი რადაშია

no photo
ანნა ლაპიაშვილი
20.11.19 00:20
1230
უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რადაში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც კრიპტოვალუტით ოპერაციებს დაარეგულირებს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ციფრული ტექნოლოგიების სამინისტრომ გაავრცელა.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში უკრაინის სამართლებრივ ჩარჩოში ვირტუალური ფულის ფუნქციონირების პირობები შეიქმნება ამ ბაზარზე მოთამაშე სუბიექტების ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც ამ აქტივებით ახორციელებენ ოპერაციებს. სახელმწიფო კი, დამატებით შემოსავლებს მიიღებს გადასახადების სახით”, - ნათქვამია განცხადებაში.

რადაში წარმოდგენილი დოკუმენტი ასევე განმარტავს ისეთ ცნებებს, როგორებიცაა: "ვირტუალური აქტივი", "კრიპტო აქტივი", "კრიპტო გადარიცხვები", "განაწილებული რეესტრი", "ტოკენი" და "კრიპტოვალუტა".

კანონპროექტის მიხედვით, შემოთავაზებულია 5 წლის განმავლობაში კრიპტოაქტივის გაყიდვის შემთხვევაში 5%-იანი დაბეგვრა პირად შემოსავალზე და დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კრიპტოაქტივის გაყიდვა დღგ-ით არ დაიბეგრება.
უკრაინაში დღეს მოქმედი კანონმდებლობა ქვეყნის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტების გაცემას ან მისი საშუალებით ვაჭრობას კრძალავს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტის შესახებ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანიც არსებული საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში საგადასახადო რეგულირების ვარიანტების შექმნა იყო. მაშინ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ეროვნული ბანკი Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ციფრული ვალუტის შექმნას განიხილავდა.