მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განაკვეთის შემცირებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია - ნადარაია

61f2428f4c249
მარიამ ვარადაშვილი
28.01.22 09:00
911
"თიბისი კაპიტალი" მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მე-2 კვარტლიდან პროგნოზირებს. მეტიც, მათი პროგნოზით, 2022 წლის ბოლოსთვის განაკვეთი 8.5%-მდე უნდა შემცირდეს.

თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია BMG-სთან ამბობს, რომ საბაზისო პროგნოზის შეცვლას არ აპირებენ, თუმცა ერთ-ერთ რისკფაქტორად უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.

“ვფიქრობთ, მარტიდან რეფინანსირების განაკვეთმა შემცირება უნდა დაიწყოს. ქვეყანაში მაღალი ინფლაცია წლიურად არის, თუმცა თვიური ინფლაცია მაღალი არ არის, უფრო მეტიც, ყოველთვიური მაჩვენებლები უკვე სამიზნესთან შედარებით დაბალია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის კურსი, ნავთობის ფასი და სხვა ფაქტორები როგორი იქნება. თვე-თვეზე ინფლაცია ჩვენთან უნფრო დაბალია ვიდრე, მაგალითად, ამერიკაში. ამიტომ, თუ ლარის მკვეთრი გაუფასურება ან სასაქონლო ფასების მკვეთრი მატება, როგორიც არის ნავთობი გაძვირება - მაგალითად, თუ ნავთობის ფასი 100 დოლარზე მნიშვნელოვნად მეტი იქნება, რაც არ უნდა ერთჯერადი ფაქტორები იყოს, ეს ჯამურ ინფლაციაზე გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს. საბაზო სცენარით ჩვენ ველოდებით განაკვეთის შემცრებას.

ამ მხრივ, ინფლაციის პროგნოზთან ერთად, მნიშვნელოვანი არგუმენტი სავალუტო შემოსავლების აღდგენაა. ამასთან, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, განაკვეთის შემცირებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ლარის განაკვეთი უფრო ცუდ დროს იზრდება და კარგ დროს მცირდება”, - აცხადებს ნადარაია.

დღეის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2 თებერვალს გაიმართება.