მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში საქართველოს ექსპორტი 91%-ით დაეცა

6287ad1e39ab0
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.22 20:02
769
2021 წელს უკრაინა საქართველოს რიგით მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი იყო. რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ, უკრაინის პორტებმა მუშაობა, ფაქტობრივად, გააჩერეს, შედეგად საომარი მდგომარეობის პირობებში, ურკაინა ვერ ახერხებს მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონლის, მათ შორის მილიონობით ტონა ხორბლის ექსპორტს. 

ეს ბლოკადა აისახა საქართველოზეც. თუკი 2021 წლის მარტ-აპრილის განმავლობაში საქართველომ უკრაინაში 57.6 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე, წელს ეს თანხა 5.4 მილიონამდე შემცირდა, რაც 91%-იანი ვარდნაა. იმპორტი კი $78 მილიონიდან $25 მილიონამდე დაეცა, რაც 70%-იანი კლებაა. 

ომამდე უკრაინაში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო, თუმცა, მარტ-აპრილის განმავლობაში უკრაინაში მხოლოდ 2 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც წლიურად 85%-ით არის შემცირებული. უკრაინიდან საქართველოს ყველაზე მსხვილი საიმპორტო საქონელი თამბაქოს ნაწარმი იყო, თუმცა ომის პერიოდში ის 67%-ით შემცირდა და მარტ-აპრილში მხოლოდ 3.6 მილიონი შეადგინა.

რამდენი მილიონის საქონელი იყიდა/გაყიდა საქართველომ რუსეთში ომის დაწყების შემდეგ?