22.ივნისი .2022 00:20

უკრაინაში საქართველოს ექსპორტი იზრდება

უკრაინაში საქართველოს ექსპორტი იზრდება
views 1123
უკან

უკრაინაში საქართველოს ექსპორტი იზრდება - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის მაისში საქართველოს ექსპორტი უკრაინაში 11.6 მილიონი დოლარი იყო, რაც აპრილის ექსპორტთან შედარებით 3-ჯერ მეტია. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინასთან ვაჭრობა თანდათანობით გაუმჯობესებას აჩვენებს.

2022 წლის მაისში, უკრაინაში TOP-5 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ასე ნაწილდებოდა:

1) მსუბუქი ავტომობილები - 6.9 მილიონი დოლარი;
2) სპირტიანი სასმელები - 1.1 მილიონი დოლარი;
3) სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 0.7 მილიონი დოლარი;
4) პოლიმერები ეთილენის - 0.7 მილიონი დოლარი;
5) სატვირთო ავტომობილები - 0.5 მილიონი დოლარი.

2021 წელთან შედარებით, მაისში უკრაინაში ექსპორტი მხოლოდ 40%-ით იყო შემცირებული, მაშინ როდესაც მარტსა და აპრილში კლება 90%-ს აღემატებოდა.

რაც შეეხება იმპორტს, გაუმჯობესება ამ მხრივაც შეიმჩნევა. მაისში საქართველომ უკრაინიდან 17.2 მილიონი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც აპრილთან შედარებით 5 მილიონი დოლარით მეტი იყო.

შესყიდული საქონლის TOP-5 ასე ნაწილდებოდა:

1) სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 1.4 მილიონი დოლარი;
2) თამბაქოს ნაწარმი - 1 მილიონი დოლარი;
3) გაყინული ფრინველი - 0.9 მილიონი დოლარი;
4) სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 0.7 მილიონი დოლარი;
5) მარგარინი - 0.7 მილიონი დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა