მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უკრაინაში საქართველოს სახეც შეინარჩუნეთ“ - პრეზიდენტმა საელჩოს თანამშრომლები დააჯილდოვა

6290bb8e38462
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.22 15:53
669
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მათ ომის უმძიმეს დღეებში არამხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობა, არამედ საქართველოს სახეც შეინარჩუნეს.

ღირსების ორდენები გადაეცათ ელჩს გიორგი ზაქარაშვილს; ოდესაში საქართველოს გენერალურ კონსულს თორნიკე ბერეკაშვილს; საელჩოს უფროს მრჩეველს კუკური თოფურიას და დიპლომატიური წარმომადგენლობის სხვა თანამშრომლებს.

“თქვენ წარმოადენთ ჩვენი ქვეყნის სახეს უკრაინაში. ძალიან მძიმე დროს, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დროს და თქვენ შეინარჩუნეთ საქართველოს არამხოლოდ წარმომადგენლობა უკრაინაში ამ პერიოდში, არამედ საქართველოს სახე. როცა ძალიან ბევრმა, ჩვენზე უფრო დიდმა ქვეყანამ დატოვა საელჩო, გადაიყვანა თანამშრომლები ლვოვში ან საზღვრების გარეთ, თქვენ შეძელით და ჩვენმა საელჩომ კიევში, ჩვენმა საკონსულომ ოდესაში გააგრძელეთ მუშაობა და ჩვენი დიასპორის ვისაც სურდა წამოსვლა მათი დახმარება უზრუნველყავით და ადგილზეც ყველა დახმარების გაწევა შეძელით მათთვის თავშესაფრის კუთხით. ეს არის ფაქტი, რომელიც არასაკმარისად არის ხაზგასმული.

ჩვენ ყველამ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით თუ როგორ მოიქცნენ საქართველოს საელჩოს და საკონსულოს წარმომადგენლები კიევსა და სხვა ქალაქებში. თქვენ ხვალ ბრუნდებით და განაგრძობთ იმ ძალიან მნიშვნელოვას საქმეს, რასაც ჰქვია საქართველოს წარმოდგენა ამ ქვეყნაში და საქართველოს მეგობრობის დადასტურება ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას ამისთვის,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

“ეს არის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა ყველა ჩვენთაგანისთვის, ვინც წარმოვადგენთ საქართველოს უკრაინაში. ეს ჯილდოები ეკუთვნის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც გააკეთეს ყველაფერი, რათა ჩვენ მოქალაქეებს დავხმარებოდით. მუდმივად ვგრძნობით იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც მოდიოდა ცენტრიდან, ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია, პარლამენტი, ყველა ინსტიტუტი იდგა ჩვენს გვერდით და ამას ჩვენ ყველანი ვგრძნობდით,” - განაცხადა თავის მხრივ, უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა.