მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში სკოლებისა და საბავშვო ბაღების სახურავებზე მზის პანელებს დაამონტაჟებენ

5d8de32579424
მიხეილ ხაჩიძე
27.09.19 23:20
1131
უკრაინაში საპილოტე პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სკოლებისა და საბავშვო ბაღების სახურავებზე მზის პანელებს დაამონტაჟებენ. 

როგორც 24.kz იუწყება, თუ ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდება, მომავალ წელს ქვეყნის დაახლოებით 150 სასწავლო დაწესებულება ენერგიის ალტერნატიულ წყაროს გამოიყენებს.
 
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ, კიევში, 601-ე საბავშვო ბაღის სახურავზე მზის პირველი პანელები დააყენეს. ამ მცირე ინსტალაციის სიმძლავრე საათში დაახლოებით 10 კილოვატია. იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ახალი პროექტის ფარგლებში, წელიწადში 11 ათასი კილოვატ სუფთა ენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.
 
პროექტისთვის ფინანსები კიევის მერიიდან გამოიყოფა. პანელების დაყენება არც ისე იაფი ჯდება. როგორც ცნობილია, მხოლოდ ერთი პანელი 100 აშშ დოლარამდე ღირს.