უკრაინა, თავის ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან თესვის საგაზაფხულო სეზონს იწყებს. გასულ წელს ჩვენ რეკორდული რაოდენობის მოსავალი მივიღეთ და უმნიშვნელოვანესია მიმდინარე წელს ჩვენი ქვეყნის მომარაგება უზრუნველვყოთ. ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი რომან ლეშენკო Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
მისი ინფორმაციით, აგროსექტორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური პორტალი შეიქმნა, სადაც ისინი მათი საჭიროების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებას შეძლებენ.
„ჩვენი ქვეყნისთვის ამ ყველაზე რთულ პერიოდში, მე და თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვაქვს, რომ უკრაინა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საკვებით. გასულ წელს მიწის რეფორმა განვახორციელეთ და რეკორდული რაოდენობის მოსავალი მივიღეთ. შედეგად ხორბლის, ქერის, სიმინდის, შაქრის და სხვა პროდუქტების საჭირო მარაგები გვაქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მარაგები ახალი მოსავლით შევავსოთ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022 წლის თესვის კამპანიის უზრუნველსაყოფად (დიზელი, თესლები, სასუქები, დამცავი მასალები), სპეციალური პლატფორმა agrostatus.org შექმნა. თქვენ უნდა შეავსოთ სპეციალური აპლიკაცია თქვენი საჭიროებისთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომუნიკაციის გზით ფოკუსირებულია ყველა შემდგომ ქმედებაზე.
სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებო მოაწოდეთ სამინისტროს უკიდურესად საჭირო სამუშაო მუშახელის სიები, რომლებსაც მობილიზების დროს და ომის პერიოდში სამხედრო მსახურების მოწვევა არ შეეხებათ“, - მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი