25.მაისი .2023 10:00

უკრაინასთან ვაჭრობა 19.1%-ით შემცირდა - რით ვვაჭრობთ ომში ჩართულ ქვეყანასთან?

უკრაინასთან ვაჭრობა 19.1%-ით შემცირდა - რით ვვაჭრობთ ომში ჩართულ ქვეყანასთან?
views 655
უკან

2023 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, უკრაინა საქართველოს უმსხვილეს 10 სავაჭრო პარტნიორის ჩამონათვალში აღარ შედის. ქვეყნებს შორის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებელი კლების ტენდენცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეიმჩნევა. გასულ წელს უკრაინასთან ექსპორტ-იმპორტის კლების მაჩვენებელი წელსაც ნარჩუნდება და ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს 4 თვის ჭრილში ვაჭრობა 19.1%-ითაა შემცირებული. იანვარ-აპრილში ქვეყნების საქონლით ვაჭრობამ 118 მილიონ 391 ათასი დოლარი შეადგინა. ამგვარად უკრაინა პარტნიორების რეიტინგში მეთოთხმეტე ადგილზე აღმოჩნდა.

საერთო სავაჭრო ბრუნვის მიუხედავად ომში მყოფი უკრაინა საექსპორტო ქვეყნების ათეულში 1.6%-იანი წილით ბოლო, მეათე პოზიციაზეა. საანგარიშო პერიოდში საქართველომ უკრაინაში 30.4 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც წინა წილის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 42.5%-ით ჩამორჩება.

TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

1. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 8.6 მლნ დოლარი;
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 4.1 მლნ დოლარი;
3. მსუბუქი ავტომობილები - 3.9 მლნ დოლარი;
4. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2.4 მლნ დოლარი;
5. მინერალური და მტკნარი წყლები - 1.8 მლნ დოლარი;
6. ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - 1.8 მლნ დოლარი;
7. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 1.5 მლნ დოლარი;
8. თხილი და სხვა კაკალი - 993 ათასი დოლარი;
9. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 676 ათასი დოლარი;
10. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 501 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, უკრაინიდან საქონლის შეძენის მაჩვენებელი იანვარ-აპრილის განმავლობაში 5.8%-ით შემცირდა, შესაბამისად, ამ მიმართულებით საქონლის შესაძენად 87.9 მლნ დოლარი გავიდა. ამ მიმართულებით მთავარი საიმპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 18.1 მლნ დოლარი;
2. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 3.6 მლნ დოლარი;
3. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი - 2.9 მლნ დოლარი;
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2.6 მლნ დოლარი;
5. საცობები, ხუფები და სახურავები - 2.6 მლნ დოლარი;
6. ალაო მოხალული ან მოუხალავი - 2.6 მლნ დოლარი;
7. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 2.5 მლნ დოლარი;
8. რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 1.8 მლნ დოლარი;
9. საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან - 1.8 მლნ დოლარი;
10. ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 1.6 მლნ დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა