მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაზე თავდასხმა საქართველოს გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს - ბორის ჯონსონი

62542d861f21f
მარიამ ვარადაშვილი
11.04.22 17:33
1594
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების წილისთვაზე ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილი გამოუგზავნა.

კერძოდ, 27 აპრილს გაერთიანებული სამეფოსთან დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილე აღინიშნება.

“კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან. მინდა ასევე გარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე” , - წერს ბორის ჯონსონი.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.